ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბას აბდულა (ნამდვილი სახელი და გვარი — აბას აბდულას ძე აჯალოვი აზერ. Abbas Abdulla) (12 მაისი, 1940 წ. ბოლნისის რ/ნი, სოფ. ქიაფანაქჩი, საქართველოს სსრ — 4 სექტემებრი, 2019[1]) — აზერბაიჯანელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, კრიტიკოსი. აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1984).

აბას აბდულა
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1940(1940-05-12)
დაბადების ადგილი ქვემო ბოლნისი
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 2019(2019-09-04) (79 წლის)
საქმიანობა პოეტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები Honored Culture Worker of the Azerbaijan SSR და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბას აბდულლამ 1963 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964–1965 წწ. სტაჟირება გაირა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ტ. გ. შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

1987 წლიდან ლიტერატურულ ჟურნალ „ულდუზ“-ის (ვარსკვლავი) მთავარი რედაქტორი იყო. ავტორია კრებულებისა — „მშობლიური ზღურბლი“ (1970), „შავ-თეთრი სამყარო“ (1980), „პირისახით გათენებამდე“ (1984), „მარადისობაში მიმავალი ქარავანი“ (1987). ამ კრებულებიდან მეორე და მესამე შესულია ლექსების ციკლში „უკრაინული მოხატულობა“. მონოგრაფიაში „აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული კავშირები“ (1982) იკვლევდა ორი ქვეყნის ლიტერატურულ ურთიერთობებს 1840 წლიდან 1940 წლამდე. გამოაქვეყნა კვლევა აზერბაიჯანულ შევჩენკიანაზე და რევოლუციამდე ბაქოში არსებულ გაერთიანებაზე „პროსვიტა“ („განმანათლებლობა“).

პოეტურ შემოქმედებასთან ერთად სახელი გაითქვა, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსმა და მთარგმნელმა. მან უკრაინულიდან თარგმნა მწერლების: ტ.შევჩენკოს, ლ.უკრაინკას, ი.დრაჩას, ლ.შაპოვალოვას და სხვათა ნაწარმოებები.

აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ტარას შევჩენკოს პოემა „კავკასია“ (1973).

რამდენიმე სტატია მიუძღვნა ტარას შევჩენკოს მემკვიდრეობის შესწავლასა და მისი თხზულებების პოპულარიზაციას აზერბაიჯანში.

როგორც მთარგმნელი და შემდგენელი მონაწილეობდა თანამედროვე უკრაინული პოეზიის ორი ანთოლოგიის — „დროშა და მზე“ (1978), „ხიდები“, ტ. შევჩენკოს ლექსების კრებულის — „ჩემი ფიქრები, ჩემი ფიქრები“ და უკრაინული პროზის კრებულის „ოქროს თავთავის“ (ყველა 1979 წ.) შექმნაში. მისი თარგმანით გამოვიდა ი. კოტლიარევსკის „ნატალკა პოლტავკა“, ლესია უკრაინკას კრებული „რუსალკა“ (ქალთევზა), მ. რილსკის „ჟაჟდა“ (წყურვილი), ი. დრაჩას „გულის პროტუბერანცები“ და „ლექსები და პოემები“.

აბას აბდულას ზოგიერთი ნაწარმოები მ. მიროჩნიჩენკომ, პ. მოვჩანმა, დ. პავლიჩკომ, პ. პერებეინოსმა და სხვებმა უკრაინულ ენაზე თარგმნეს.

1984 წელს დაჯილდოვდა მაქსიმ რილსკის სახელობის უკრაინის რესპუბლიკის ლიტერატურული პრემიით.

გარდაიცვალა 2019 წლის 4 სექტემებერს.[2]

  1. „Умер поэт Аббас Абдулла – ФОТО“ (რუსული). 2019-09-05. ციტირების თარიღი: 2022-03-15.
  2. Скончался поэт Аббас Абдулла (Обновлено). KASPIY.AZ. ციტირების თარიღი: 2019-09-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბას_აბდულა“-დან