აბალაკები
აბალაკები (მხ. რ. აბალაკი) — ქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კირბალი და ბერბუკი, აგრეთვე თბილისში. გვარად ქცეული სახელია. კათალიკოსი აბრაამ აბალაკი მოხსენიებულია 1467 წლის მცხეთის შეწირულობის სიგელში.
1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 241 აბალაკი.[1] 2019 წელს ფიქსირდება 286.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე, ი., ქართული გვარსახელები, გვ. 15, თბ., 1990.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სილაგაძე ა., თოთაძე, ა, გვარ-სახელები საქართველოში, გვ. 15, თბ., 1997.
- ↑ საინტერესო სტატისტიკა დაარქივებული 2020-05-24 საიტზე Wayback Machine. — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო