აალენი

ქალაქი გერმანიაში

აალენი (გერმ. Aalen) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, შტუტგარტიდან დაახლოებით 70 კილომეტრით აღმოსავლეთითა და ულმიდან 50 კილომეტრით ჩრდილოეთით. აალენი რაიონული ცენტრია და წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთ ალბის რაიონის, ასევე მთლიანად აღმოსავლეთ ვიურტემბერგის რეგიონის უდიდეს ქალაქს.

ქალაქი
აალენი
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბადენ-ვიურტემბერგი
კოორდინატები 48°50′14″ ჩ. გ. 10°05′37″ ა. გ. / 48.83722° ჩ. გ. 10.09361° ა. გ. / 48.83722; 10.09361
მმართველი ტილო რენტხლერი
დაარსდა VII საუკუნე
ფართობი 146.63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 430±1 მეტრი
მოსახლეობა 69 147 (31 დეკემბერი, 2023)[1]
ეროვნული შემადგენლობა გერმანელები
სასაათო სარტყელი UTC+1[2] და UTC+2
სატელეფონო კოდი 07361, 07366 და 07367
საფოსტო ინდექსი 73430–73434
საავტომობილო კოდი AA
ოფიციალური საიტი https://www.aalen.de/
აალენი — გერმანია
აალენი
აალენი — ბადენ-ვიურტემბერგი
აალენი

აალენის ფართობი შეადგენს 146,63 კმ²-ს. ამ მონაცემით იგი მეშვიდე ადგილს იკავებს ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, შტუტგარტის ადმინისტრაციულ რეგიონში კი მეორე ადგილზეა ქალაქ შტუტგარტის შემდეგ. 2010 წლის მონაცემებით აალენში 66.113 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობით მას ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქთა სიაში მე-15 ადგილი უკავია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: აალენი