Т-4, პროექტი 100 ან სოტკა — რუსული წარმოების სადაზვერვო მაღალსიჩქარიანი ბომბდამშენი. ზოგჯერ იგი მოიხსენიებოდა როგორც სუ-100. თვითმფრინავის დიზაინზე მუშაობდნენ პაველ სუხოი და ნაუმ ჩერნიაკოვი. მართალია პირველმა მოდელმა "101-მა" ყველა ტესტი ჩააბარა და სხვადასხვა გაფრენებიც განახორციელა მაგრამ 1974 წლისთვის პროექტი დაიხურა.

Т-4
Т-4 მონინოს მუზეუმში
ფუნქცია ბომბდამშენი
მზვერავი
წარმოება ტუშინის საინჟინრო ქარხანა
შემქმნელი სუხოი
კონსტრუქტორი პაველ სუხოი
ნაუმ ჩერნიაკოვი
პირველი გაფრენა 22 აგვისტო, 1972
წარდგენა 1972
ჩამოწერა 1974
სტატუსი პროექტი გაუქმდა
მომხმარებლები  საბჭოთა კავშირი
წარმოების წელი 1966—1974
შეიქმნა 4 ერთეული
(101, 102, 103, 104)
დასრულდა: 1

გადარჩენილები

რედაქტირება

დღესდღეობით მხოლოდ ერთი მოდელი "101" გადარჩა, რომელიც მოსკოვთან ახლოს მონინოში საჰაერო ძალების მუზეუმში ინახება. მათი დასახელებები "101-დან" იწყებოდა და "106-ით" მთავრდებოდა. მხოლოდ ორი მათგანი "101" და "102" შეიქმნა, რა დროსაც "103" და "104" შექმნის პროცესში იყვნენ, "105" და "106" მოდელები კი მხოლოდ სქემების სახით არსებობდა. მხოლოდ "101" შეიქმნა სრულად და გაიარა ყველა ტესტი, ის 1974 წლამდე დაფრინავდა, ამის შემდეგ პროექტი დაიხურა, თვითმფრინავი კი ჩამოწერეს. რაც შეეხება დაუსრულებელ მოდელებს ისინი განადგურდა.

სპეციფიკაციები

რედაქტირება

მახასიათებლები

რედაქტირება
  • ეკიპაჟი: 2 მფრინავი
  • სიგრძე: 44.0 მეტრი
  • ფრთების შლილი: 22.0 მეტრი
  • სიმაღლე: 11.2 მეტრი
  • ფრთების ფართობი: 295.7 მ²
  • ცარიელის მასა: 55,600 კგ
  • დატვირთულის მასა: 114,000 კგ
  • მაქს. ასაფრენი მასა: 135,000 კგ
  • ძრავა: 4 ცალი Kolesov RD-36-41 ტურბო ვენტილიატორული ძრავა

შესაძლებლობები

რედაქტირება
  • მაქსიმალური სიჩქარე: 3.0 მახი (3,200 კმ/სთ; 1,987 მილი/სთ)
  • საკრუიზო სიჩქარე: 2.8 მახი (3,000 კმ/სთ; 1,863 მილი/სთ)
  • გადასატანი სპექტრი: 7,000 კმ

მსგავსი თვითმფრინავები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Т-4&oldid=4254637“-დან