РКУ01-250/Б23-04-У1 (ЛЗС) – რუსული (საბჭოთა) წარმოების გარე განათების სანათი. აწარმოებდნენ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში. იგი ერთ-ერთი პირველი სერიული წარმოების კონსოლური სანათი იყო სსრკ-ში, რომელმაც მასობრივად ჩაანაცვლა დაკიდული სანათები. მისი კონცეფცია ემყარებოდა აღმოსავლეთგერმანული სანათების ტიპებს (02 36.9 (LBL)). კორპუსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან და მარწუხებით ემაგრება ერთმანეთს. ასევე ამ სანათის თავისებურებას წარმოადგენს ნათურის დამჭერი ზამბარიანი კავი, რომელიც ნათურას წვერის ჭიპზე აჭერს და აფიქსირებს, რომ არ იქანავოს. მისი ელექტრო-მოწყობილობები საკმაოდ გამარტივებულია, არ გამოიყენება კონდენსატორები და ერთადერთი ელექტრული ხელსაწყო რომელიც მას გააჩნია დროსელია. შესაბამისად აღნიშნული სანათების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურებისთვის (250 W). მოგვიანებით შეიქმნა მისი კომპაქტური, მცირე სიმძლავრის მქონე მოდიფიკაცია РКУ01-125/Б23-05-У1 (ЛЗС), რომელიც განკუთვნილი იყო 125 W ნათურებისთვის. ამ სანათის კორპუსი მზადდებოდა ფოლადის ფურცლებისგან, რის გამოც სანათები ძალიან მალე ჟანგდებოდა და მოგვიანებით შემუშავებულიქნა მისი ახალი მოდიფიკაციები, ალუმინის კორპუსით (РКУ01-250-007-У1 (ЛЗС)).

РКУ01-250/Б23-04-У1 (ЛЗС) მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურით. თბილისი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება