Византийский временник (ΒΥΖΑΝΤΙΝΑ ΧΡΟΝΙΚΑ, Византійскій временникъ; ВВ) — ყოველწლიური რუსული ჟურნალი ბიზანტიოლოგიის შესახებ (პეტერბურგი, 1894; პეტროგრადი, 1918-1924; ლენინგრადი, 1924-1927; მოსკოვი 1947 წლიდან). დაარსდა XIX საუკუნეში ბიზანტიის ისტორიისადმი გაზრდილი ინტერესის წყალობით. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჟურდნალი გამოიცემოდა აკად. ფ. უსპენსკის რედაქციით 1928 წლამდე, იქამდე სანამ ბიზანტიურ პრობლემატიკას კვლევას საბჭოთა ისტორიული მეცნიერებებისთვის არააქტუალურად არ ჩათვლიდნენ. ჟურნალის გამოცოცხლება უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც ხელისუფლებამ რუსეთის ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. 1947 წლიდან ჟურნალის გამოცემა განაახლა სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ.

პასუხისმგებელი რედაქტორები

რედაქტირება
ძველი გამოცემების
  • 1894-1899 წწ. (ტ. 1-6) — აკად. ვასილი ვასილიევსკი და სსრ-ის მეც. აკად. წევრ-კორესპ. ვასილი რეგელი
  • 1900-1914 წწ. (ტ. 7-21) — ვასილი რეგელი
  • 1915-1928 წწ. (ტ. 22-25) — აკად. ფიოდორ უსპენსკი
ახალი გამოცემების
  • 1947-1956, 1957-1960 წწ. (ტ. 1—10, 12—17) — აკად. ევგენი კოსმინსკი
  • 1956, 1967-1988 წწ. (ტ. 11, 27—49) — სსრ-ის მეც. აკად. წევრ-კორესპ. ზინაიდა უდალცოვა
  • 1961-1965 წწ. (ტ. 18—26) — აკად. მიხეილ ტიხომიროვი
  • 1989-2009 წწ. (ტ. 49—68) — აკად. გენადი ლატავრინი
  • 2010 წლიდან (ტ. 69–) — აკად. სერგეი კარპოვი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება