$, აგრეთვე ცნობილი როგორც დოლარები, ხოლო ინგლისში - როგორც ძარცვა1971 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც კომპანიის Columbia Pictures მიერ არიც გამოშვებული. მისი სცენარის ავტორი და რეჟისორია რიჩარდ ბრუკსი, ხოლო პროდიუსერი - მ. ჯ. ფრანკოვიჩი. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები - უორენ ბიტი და გოლდი ჰოუნი

„$“
რეჟისორი რიჩარდ ბრუკსი
პროდიუსერი მ. ჯ. ფრანკოვიჩი
სცენარისტი რიჩარდ ბრუკსი
როლებში უორენ ბიტი
გოლდი ჰოუნი
გერტ ფრობე
რობერტ უებერი
სკოტ ბრეიდი
კომპოზიტორი ქუინსი ჯონსი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
ხანგრძლივობა 121 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჰამბურგში (გერმანია), რამდენიმე კრიმინალი იყენებს ლოკალურ ბანკს, რათა შეინახოს უკანონოდ მოპოვებული ფული. განგსტერებს შორის არის ადგილობრივი ნარკოდილერი, სახელად „კენდი მენი“.

ჯო კოლინზი (ბიტი) მუშაობს ამერიკული ბანკის დაცვაში. იგი შეიტყობს ბანდიტების გეგმებზე და გაიცნობს დოუნ დივაინს, მეძავს (ჰოუნი). მისი მეშვეობით იგი მოძებნის მძარცველებს.

კრიმინალები ცდილობენ ფულის გამოტანას. ფილმის ფინალური დაძაბული სცენები მიმდინარეობს ჰამბურგსა და მის შემოგარენში.