Supergrass — ინგლისური როკ-ჯგუფი ოქსფორდიდან. მასში შედიოდნენ გეზ კუმბსი (გიტარა, წამყვანი ვოკალი), რობ კუმბსი (კლავიშებიანები, ბეკ-ვოკალი), მიკ კუინი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი) და დენი გოფი (დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი).

Supergrass

მარცხნიდან მარჯვნივ: გეზ კუმბსი, დენი გოფი და მიკ კუინი, ლონდონი, 2008
ბიოგრაფია
წარმოშობა უიტლი, ოქსფორდშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, ინდი-როკი
აქტიური 1993–2010
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Sub Pop, Backbeat, Island Def Jam, Capitol, Supergrass, Cooking Vinyl
ყოფილი წევრები გეზ კუმბსი
დენი გოფი
მიკ კუინი
რობ კუმბსი
საიტი supergrass.com
Supergrass ვიკისაწყობში

გეზმა, მიკმა და დენიმ ჯგუფი 1993 წელს ჩამოაყალიბეს, ხოლო გეზის ძმა, 2002 წელს შეუერთდა. 1994 წელს მათ გააფორმეს კონტრაქტი Parlophone-თან და გამოსცეს I Should Coco (1995), რომელიც The Beatles-ის Please Please Me-ს შემდეგ ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი იყო. მსოფლიო ჰიტად იქცა მისი მეოთხე სინგლი „Alright“. ამის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა ხუთი ალბომი - In It for the Money (1997), Supergrass (1999), Life on Other Planets (2002), Road to Rouen (2005) და Diamond Hoo Ha (2008), ისევე, როგორც კომპილაცია Supergrass is 10 (2004).

2009 წლის აგვისტოში ჯგუფი ლეიბლ Cooking Vinyl-ზე გადავიდა და დაიწყო მეშვიდე ალბომ Release the Drones-ზე მუშაობდა. თუმცა, 2010 წლისთვის, როდესაც კოლექტივი მუსიკალური და შემოქმედებითი უთანხმოებების გამო დაიშალა, იგი არ გამოცემულა.[1] უკანასკნელი კონცერტი გამართეს პარიზში, 2010 წლის 11 ივნისს.[2]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Supergrass to split after 17 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი, 2010.
  2. „BBC Newsbeat: Supergrass Split“. BBC News. 2010-04-12. ციტირების თარიღი: 2011-07-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Supergrass&oldid=3650058“-დან