ეს სტატია ქალაქ ოქსფორდს ეხება. ოქსფორდის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ ოქსფორდის უნივერსიტეტი.

ოქსფორდი (ინგლ. Oxford [ˈɒksfərd]) — ქალაქი და ოქსფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი, სამხრეთ ინგლისში. ქალაქის მოსახლეობა 165 000-ს არ აღემატება. ქალაქში მიედინება მდინარეები ჩერუელი და ტემზა, რომლებიც ქალაქის ცენტრის სამხრეთით უერთდება ერთმანეთს. ტემზის დაახ. 16 კმ ოქსფორდის სიახლოვეს ცნობილია, როგორც ისისი.

ოქსფორდის ცენტრი საღამოს

ქალაქში მდებარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც უძველესი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში.

შენობები ოქსფორდში საქსონების მოსვლის შემდეგ გაბატონებულ ყველა ბრიტანულ არქიტექტურულ სტილს მოიცავს. მათ შორის ღირსშესანშნავია XVIII საუკუნის რედკლიფ კამერა. ოქსფორდი ცნობილია, როგორც „მეოცნებე ქიმების ქალაქი“, რაც მას პოეტმა მეთიუ არნოლდმა შეარქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის შენობების ჰარმონიული არქიტექტურის გამო.

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები:

გალერეა რედაქტირება

პანორამა რედაქტირება

კრაისტ-ჩერჩი (მარცხნივ) და ტომ-ტაუერი (მარჯვნივ)

სქოლიო რედაქტირება

  1. Jérôme Steffenino, Marguerite Masson. Ville de Grenoble - Coopérations et villes jumelles. Grenoble.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-14. ციტირების თარიღი: 2009-10-29.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: