Fuel (სიმღერა)

(გადამისამართდა გვერდიდან Fuel)

Fuelამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და პირველი სიმღერა 1997 წლის ალბომიდან Reload.

„Fuel“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Reload
B-მხარე Sad But True (საკონცერტო)/Nothing Else Matters (საკონცერტო)
Wherever I May Roam (საკონცერტო)/One (საკონცერტო)
Until it Sleeps (საკონცერტო)/Fuel (საკონცერტო)/Fuel (დემო)
გამოსვლის თარიღი მარტი, 1998
ჩაიწერა 1996
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 4:29
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„The Unforgiven II“
(1998)
Fuel
(1998)
„Better than You“
(1998)
აუდიომაგალითი
yes

სიმღერა რედაქტირება

სიმღერა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდის, ლარს ულრიხისა და კირკ ჰემეტის მიერ. მისი თემატიკა შესაძლოა აღნიშნავდეს იმ ფაქტს, რომ ხალხს მოსწონს ცხოვრების ტარება მეტისმეტად სწრაფად (როგორც საკუთარი მანქანების).

საკონცერტო შესრულება რედაქტირება

როგორც ჩანს, Fuel ჯეიმზის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, როგორც მან მოგვიანებით განაცხადა კონცერტზე Oakland Raiders-ის თამაშის დაწყების წინ:

 
„We have to play Fuel...'cause it gets me pumped up!“

[1]

მეტალიკა ხშირად ასრულებდა ამ სიმღერას კონცერტებზე წლების განმავლობაში, მათ შორის 1999 წლის კონცერტზე სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (დირიჟორი - მაიკლ კემენი), რომელიც შესულია საკონცერტო ალბომში S&M. ხანდახან სიმღერის დაწყებამდე ჰეტფილდი და ჰემეტი უკრავენ გიტარებზე იმგვარად, რომ შეიქმნას ეფექტი, როდესაც მოტოციკლი სიჩქარეს უმატებს და გადაცემათა კოლოფში სიჩქარეებს ცვლის (როგორც ეს S&M-შია).

ქავერ და ტრიბუტ ვერსიები რედაქტირება

  • 2003 წელს მეტალიკისადმი მიძღვნილ საღამოზე, MTV Icon, ავრილ ლავინმა შეასრულა ამ სიმღერის ქავერი ცოცხლად. ლავინის ვერსია გამოჩნდა ასევე ბონუს CD-ზე, რომელიც შედიოდა მისივე შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ DVD-ის My World შემადგენლობაში.
  • ჯგუფმა Iron Horse შეასრულა ასევე ამ სიმღერის ქავერი.

დემო რედაქტირება

არსებობს ამ სიმღერის რამდენიმე დემო. Fuel-ის ერთ-ერთ დემო ვერსიას ერქვა Fuel For Fire და ჩაიწერა 1995 წელს. მას ჰქონდა ალბომის ვერსიისგან განსხვავებული ტექსტი. Fuel დემო ვერსიის ტექსტით გამოჩნდა ვიდეოში Cunning Stunts. მეორე დემო ვერსიას აშკარად ერქვა უბრალოდ Fuel.

სიმღერა პოპულარულ მედიაში რედაქტირება

Fuel იყო მთავარი თემა NASCAR-ის გადაცემებისთვის NBC-სა და TNT-ზე შუა 2001 წლიდან 2003 წლის სეზონებამდე. 2001 წლის სეზონზე სიმღერის დასაწყისი შეძახილი (Give me fuel, Give me fire, Give me that which I desire!) მისი ტერორისტულ კონტექსტში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებთან ასოციაციის გამო ამოიღეს. სიმღერის დემო ვერსია Fuel For Fire გამოჩნდა NASCAR Full Throttle CD-ზე. ტექსტი „Fuck 'em, man“ ყველა ამერიკულ როკ რადიო სადგურებში 2004 წლამდე ცენზურის გარეშე დატოვეს.

Fuel შეტანილია ასევე ვიდეო თამაშების კონსოლ PlayStation-ისთვის განკუთვნილ თამაშში Hot Wheels Turbo Racing და Test Drive Off-Road: Wide Open PlayStation 2-სა და Xbox სისტემებისთვის. Fuel ასევე შესულია მუსიკალურ ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica და Apple iPhone-ის თამაშში Tap Tap Revenge 2.

NASCAR-ის მძღოლებმა კაილ ბაშმა და ჯოი ლოგანომ გამოიყენეს ეს სიმღერა როგორც მათი მთავარი თემა WWE Raw-ს ეპიზოდში, რომელშიც ისინი წარმოადგენდნენ სტუმარ-მასპინძელს იმ ღამისთვის (26 ოქტომბერი, 2009).

ლურჯმა ანგელოზებმა გამოიყენეს ეს სიმღერა მათი Sneak Pass/Vertical Rolls-ის განმავლობაში როგორც მათი საჰაერო ჩვენების ნაწილი.

სიმღერა ასევე გამოიყენეს სატელევიზიო სერიალ ექიმი ჰაუსის მეექვსე ეპიზოდში ცნობილი უცნობები.

სიმღერების სია რედაქტირება

ბრიტანული CD სინგლი 1
  1. Fuel – 4:30
  2. Sad but True (საკონცერტო) – 6:23
  3. Nothing Else Matters – 6:08
ბრიტანული CD სინგლი 2
  1. Fuel – 4:32
  2. Wherever I May Roam – 6:50
  3. One – 8:06
ბრიტანული CD სინგლი 3
  1. Fuel – 4:30
  2. Until It Sleeps (საკონცერტო) – 4:25
  3. Fuel (საკონცერტო) – 4:41
  4. Fuel (დემო) – 4:25
იაპონური EP
  1. Fuel – 4:30
  2. Fuel (საკონცერტო) – 4:39
  3. Sad but True (საკონცერტო) – 6:24
  4. Until It Sleeps (საკონცერტო) – 4:26
  5. One (საკონცერტო) – 8:07
  6. Fuel (დემო) – 4:26

ყველა საკონცერტო სიმღერა ჩაწერილია 1998 წლის 20 აპრილს, ბრიზბენში, ავსტრალია.

პერსონალი რედაქტირება

ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (1998) უმაღლესი
პოზიცია
პოლონეთის სინგლების ჩარტი[2] 16
ბრიტანეთის სინგლები ჩარტი 31
აშშ - Billboard Mainstream Rock Tracks 6

სქოლიო რედაქტირება

  1. დოკუმენტური ფილმი Some Kind of Monster
  2. Polish Singles Chart |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2017-06-14.