Electrolux (შვედ. ɛ²lɛkːtrʊˌlɵks) — ტრანსნაციონალური შვედური საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1919 წელს სტოკჰოლმში, აქვე მდებარეობს კომპანიის შტაბ-ბინა. კომპანია Electrolux ერთ-ერთი უმსხვილესი საოჯახო ტექნიკისა და მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გაყიდული ერთეულების მიხედვით, მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანიას წარმოადგენს Whirlpool–ის შემდეგ.[2]

Electrolux
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
დაფუძნდა 1919
სათავო ოფისი სტოკჰოლმი, შვედეთის დროშა შვედეთი
პროდუქცია მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
შემოსავალი 121.093 მილიარდი SEK (2016)[1]
საწარმოო შემოსავალი 6.274 მილიარდი SEK (2016)[1]
სუფთა მოგება 4.570 მილიარდი SEK (2016)[1]
თანამშრომელი 55,400 (2016)[1]
საიტი electrolux.com

ისტორია რედაქტირება

Electrolux წარმოადგენს ორი კომპანიის გაერთიანებას — Lux AB და Svenska Elektron AB, რომელიც ცნობილი იყო მტვერსასრუტების წარმოებით.[3] Electrolux-ის წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სწორედ მტვერსასრუტებთან, თუმცა დღეს კომპანია ასევე მსხვილ საოჯახო ტექნიკას ქმნის.

დევიზი რედაქტირება

Electrolux-ის ამჟამინდელი საერთაშორისო დევიზია „Shape living for the Better“, წარსულში კი — „Thinking of you“ იყო.[4] კომპანიამ, 1960-იან წლებში, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მტვერსასრუტების გაყიდვებში წარმატება მოიპოვა დევიზით „Nothing sucks like an Electrolux“.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Annual Report 2016 (PDF) გვ. 62, 75, 85. AB Electrolux.
  2. Major Appliances Millionaires Club - new 2010 company rankings. euromonitor.com. Euromonitor International (December 3, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 9 May 2014.
  3. Gantz, Carroll (2012). The Vacuum Cleaner: A History. McFarland. ISBN 9780786465521. 
  4. Vac from the Sea. Electrolux.se (2011-12-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-07. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Electrolux&oldid=4280438“-დან