შტაბ-ბინა[1] (ინგლ. Headquarters) — რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, სადაც თავმოყრილია ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კორპორაციული შტაბი წარმოადგენს პირს, რომელიც თავის თავზე იღებს რომელიმე საქმიანობის სრულ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას. დიდ ბრიტანეთში ტერმინი სათავო ოფისი ჩვეულებრივ იყენება მსხვილი კორპორაციებისთვის. ტერმინი აგრეთვე გამოიყენება სამხედრო ორგანიზაციების მიმართებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა. ნიუ-იორკი, აშშ.

კომპანიის შტაბ-ბინა არის კორპორაციული სტრუქტურის საკვანძო ელემენტი და მოიცავს სხვადასხვა კორპორაციულ ფუნქციებს, როგორებიცაა: სტრატეგიული დაგეგმვა, კორპორაციული კომუნიკაციები, საგადასახადო, ფინანსები და სხვ. შტაბ-ბინაში გამოიყოფა აგრეთვე გენერალური დირექტორის თანამდებოდა (ეგრეთ წოდებული კორპორაციული შტაბი), როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი პირი.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არის იუნესკოს შტაბ-ბინა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, იგივე ნატოს სათავო ოფისი მდებარეობს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.

არსებობს ასევე რელიგიური ორგანიზაციების შტაბ-ბინები, რომლებიც თავმოყრილია ძირითადად ქალაქში. მაგ., კათოლიკური ეკლესიის შტაბ-ბინა მდებარეობს ვატიკანში, ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შტაბ-ბინა ქალაქ ჟენევაშია განთავსებული. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის შტაბ-ბინა აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიშია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება