ჰულაგუიანებიჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის ჰულაგუ-ყაენის შთამომავლები. მონღოლური დინასტია, რომელიც მართავდა ახლო და ცენტრალურ აღმოსავლეთს XIII-XIV საუკუნეებში. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მმართველები ატარებდნენ ილხანის (ულუსის ხანის) ტიტულს. იყვნენ ჰულაგუ-ხანის შთამომავლები.

ისტორია რედაქტირება

სახელმწიფო ჩამოყალიბდა მონღოლეთის იმპერიის დაშლის შედეგად და მოიცავდა ირანსა და აზერბაიჯანს, თანამედროვე ავღანეთისა და თურქმენეთის უდიდეს ნაწილს, ამიერკავკასიის უდიდეს ნაწილს, ერაყსა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს (მდინარე ყიზილ-ირმაქამდე). ჰულაგიანებთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ: საქართველო, ტრაპიზონის იმპერია, რუმის სასულთნო, კილიკიის სომხეთის სახელმწიფო, კვიპროსის სამეფო, ქართების სახელმწიფო ჰერათში. ქვეყნის დედაქალაქი სხვადასხვა დროს იყო: მარაღა, თავრიზი, სოლთანიე და ისევ თავრიზი. ჰულაგუიანები ებრძოდნენ ჩაღათაელებს, ოქროს ურდოსა და ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს პირველ პერიოდში (1256-1295 წწ.) ძლიერი იყო მონღოლ-თურქთა ტრადიციები. ილხანმა ყაზან-ყაენმა (1295-1304 წწ.) მკვეთრად შეცვალა საშინაო პოლიტიკა, დაუახლოვდა ირანულ არისტოკრატიას და სამოქალაქო ბიუროკრატიას. რაშიდ ალ-დინის თანადგომითა და ხელშეწყობით მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოიწვია დროებითი ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოში. აბუ საიდის (1316-1335 წწ.) სიკვდილის შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი ილხანები ჰულაგუიანების საგვარეულოდან. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჰულაგუიანების სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ სამეფოდ დაიყო (ჯალაირიდთა, ჩობანიდთა, მოზაფერიდთა). ჰულაგუიანების სახელმწიფოს დაშლაში დიდი როლი ითამაშა სახალხო აჯანყებებმა (სარბედართა, გილანის, მაზანდარანის და სხვა).

ილხანები რედაქტირება

ილხანები მეურვეობის ქვეშ რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: