აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი

აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი (სპარს. ابوسعید بهادرخان; დ. 2 ივნისი, 1305, უჯანი — გ. 1 დეკემბერი, 1335, ყარაბახი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეცხრე ილხანი (1317-1335 წწ.). ოლჯაითუ-ყაენის შვილი და მემკვიდრე. მისი მმართველობის პირველ ათწლეულში (1327 წლამდე) ქვეყანას მართავდა მედროვე ემირი ჩობანი, რომელიც მონღოლური ტომის, სულდუზის წარმომადგენელი იყო.

აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი
სპარს. ابوسعید بهادرخان

აბუ საიდის მონეტა, 1320 წ.
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-9 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 1317
მმართ. დასასრული: 1335
წინამორბედი: ოლჯაითუ-ყაენი
მემკვიდრე: არფა-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ივნისი, 1305
დაბ. ადგილი: უჯანი
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1335
გარდ. ადგილი: ყარაბახი
მეუღლე: ოლჯეი-კუტლუგი - ყაზან-ყაენის შვილი
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: ოლჯაითი-ყაენი
დედა: ჰაჯი-ხათუნი
რელიგია: სუნიტური ისლამი

აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი გაირდაიცვალა 1335 წელს ყარაბახში ოქროს ურდოს მმართველის უზბეკ-ხანის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი მმართველები ჰულაგუიანების საგვარეულოდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება