ჯუმბერ ფანჩულიძე

ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.

ჯუმბერ ფანჩულიძე (დ.2 იანვარი, 1942, ძევრი) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.

ჯუმბერ ფანჩულიძე
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1942(1942-01-02) (82 წლის)
დაბ. ადგილი ძევრი
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, ინჟინერი და პედაგოგი

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

1967-1969 წლებში სწავლობდა „საქწყალეკოლოგიის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.მუშაობა დაიწყო „საქსახწყალპროექტში“ ინჟინერ-ჰიდროლოგის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა წინასაპროექტო მონაცემებისათვის საველე აზომვით გეოდეზიურ სამუშაოებს. 1976-1978 წლებში მუშაობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში — ქვეყნის ზედაპირული წყლების რესურსების დადგენაზე. 1970-1982 წლებში „საქწყალეკოლოგიის“ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1982-1999 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის კათედრის დოცენტად. 1977 წლიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ხმელეთის ჰიდროლოგიის, მელიორაციის და გაუდაბნოებასთან ბრძოლის პრობლემებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კოლხეთის დაბლობის დამშრობ სისტემიანი ტერიტორიების მაქსიმალური ჩამონადენის ჰიდროგრაფიის გაანგარიშების მეთოდიკა“, დაიცვა 1974 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 249-250

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება