დოქტორი

აკადემიური ხარისხი
ტერმინს „დოქტორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დოქტორი (მრავალმნიშვნელოვანი).

დოქტორი აკადემიური ხარისხი, რომელიც მომდინარეობს ლათინური სიტყვა Doctor-იდან.[1] სიტყვა მომდინარეობს ლათინური სიტყვა docēre-დან, რაც სწავლებას ნიშნავს. ევროპაში სამეცნიერო ხარისხი XII საუკუნიდან გამოიყენება. პირველი უნივერსიტეტები, რომლებმაც დოქტორის ხარისხი გასცეს, იყო ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტები. თანამედროვე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში დოქტორის ხარისხი ენიჭებათ დოქტორანტურის დასრულების შემდეგ (მაგ. ფილოსოფიის დოქტორი).

ვასარის კოლეჯის პრეზიდენტი დოქტორის ტრადიციულ სამოსში.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დოქტორი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება