ჯიმარის მყინვარი

მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმარა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯიმარის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გენალდონის (გიზელდონის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,5 კმ². დამახასიათებელია წინსვლითი გადაადგილება. საზრდოობს მწვერვალ ჯიმარის კალთაზე ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადი — გენალდონი. ჯიმარის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ კარმადონიდან.

ჯიმარის მყინვარი
კოორდინატები: 42°43′04″ ჩ. გ. 44°24′54″ ა. გ. / 42.71778° ჩ. გ. 44.41500° ა. გ. / 42.71778; 44.41500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ფართობი 2,5 კმ²
სიგრძე 3,2 კმ
ტიპი კარულ-ხეობური
ჯიმარის მყინვარი — საქართველო
ჯიმარის მყინვარი
ჯიმარის მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჯიმარის მყინვარი

ლიტერატურა რედაქტირება