ხილდებერტ I (ლათ. Childebertus; დ. 497 — გ. 23 დეკემბერი, 558, პარიზი) — ფრანკების მეფე 511–558 წლებში. 511 წლიდან პარიზის მეფე, 524 წლიდან ორლეანის მეფე. ხლოდვიგ I-სა და კლოტილდა ბურგუნდიელის ვაჟი. სახელი ხილდებერტი ფრანკების ენაზე ითარგმნება, როგორც „ბრძოლაში ბრწყინვალე“.

ხილდებერტ I
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 27 ნოემბერი, 511
მმართ. დასასრული: 23 დეკემბერი, 558
წინამორბედი: ხლოდვიგ I
მემკვიდრე: ხლოტარ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 497
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 511
გარდ. ადგილი: პარიზი, ფრანკთა იმპერია
მეუღლე: ბულტროგოტა
შვილები: ხროდობერტა, ხროდესინდა
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხლოდვიგ I
დედა: კლოტილდა ბურგუნდიელი

511 წელს, მამის სამფლობელოების გაყოფის შემდეგ სამართავად მიიღო პარიზის სამეფო, კონკრეტულად მდინარეებს სონას, ლუარასა და ზღვას შორის მდებარე მიწები, ანუ გალიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ქალაქებით: ამიენი, პარიზი, რუანი, ლიზიე, ბაიე, ავრანში, რენი და ლე-მანი. ხილდებერტის სამეფოს დედაქალაქი იყო პარიზი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება