სონა (ფრანგ. Saône) — მდინარე აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიგრძე 473 კმ, აუზის ფართობი 29,950 კმ². მდინარე რონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლოთარინგიის პლატოს სამხრეთ ნაწილში. მიედინება სონა-რონის მთათაშორის ქვაბულში. უმეტესად საზრდოობას წვიმის წყლით. წყალუხვია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. სანაოსნოა თითქმის მთელ სიგრძეზე. ძირითადად სამხრეთისაკენ მიედინება. შესართავი მდებარეობს 158 მ სიმაღლეზე. ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე დუ (სიგრძე 453 კმ). ზემო დინებაში ეწოდება „მცირე სონა“.

სონა
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქალაქები ლიონი
სათავე ლოთარინგიის პლატო
48°05′32″ ჩ. გ. 6°10′47″ ა. გ. / 48.09222° ჩ. გ. 6.17972° ა. გ. / 48.09222; 6.17972
სიგრძე 473 კმ
აუზის ფართობი 29,950 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სონა ვიკისაწყობში

სონა არხებით უკავშირდება მდინარეებს მოზელს, ლუარას, მარნას, სენას, რაინს. შესართავთან მდებარეობს ქალაქი ლიონი. წყლის საშუალო ხარჯი უდრის 410 მ³/წმ-ს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სონა&oldid=3587032“-დან