ჭანჭახოვანი — ხეობა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემის, ჩაღმას ტერიტორიაზე. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თავსდება კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს სოფლებს: ხახაბო, ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ჟველურთა, ცოკალთა, ნაციხარი. ლიტერატურაში მოხსენიებულია ასევე, როგორც თუშეთის ცალკე თემი.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0