ძერანა (ლათ. Cerioporus squamosus) — სოკოს სახეობა აბედოვანთა ოჯახისა. ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ასევე აშშ-ში (კლდოვანი მთები).

ძერანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  აბედოვანნი
გვარი:  Cerioporus
სახეობა:  ძერანა
ლათინური სახელი
Cerioporus squamosus (Huds.) Quél. (1886)

იზრდება ცოცხალ და მკვდარ ხეებზე, უპირატესად ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე. გვხვდება მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საჭმელი სოკოა, ვარგისია ახალგაზრდა და რბილი ეგზემპლარები წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.

სახეობა პირველად მეცნერული თვალსაზრისით აიღწერა 1778 წელს ბრიტანელი ბოტანიკოსის უილიამ ჰადსონის მიერ,[1] რომელმაც სახეობას უწოდა „Boletus squamosus“. დღევანდელი სახით სახელწოდება მიიღო 1886 წელს, როდესაც სახეობა აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ.[2]

სეცნიერო სინონიმები:

  • Boletus juglandis Schaeff. (1774)
  • Boletus cellulosus Lightf. (1777)
  • Boletus polymorphus Bull. (1791)
  • Boletus squamosus Huds.(1778)
  • Polyporus ulmi Paulet (1812)
  • Polyporus infundibuliformis Rostk. (1838)
  • Polyporus pallidus Schulzer, (1874)
  • Bresadolia paradoxa Speg. (1883)
  • Cerioporus squamosus (Huds.) Quél. (1886)
  • Trametes retirugis Bres. (1893)
  • Bresadolia squamosa (Huds.) Teixeira (1986)

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 10-40 სმ, თავდაპირველად მომრგვალოა და ელასტიურ ხორცოვანი, შემდეგ — თირკმელისებრი, მარაოსებრი უსწორ-მასწორო დაკბილული კიდეებით. ქუდის ფერი — ღია-ყვითელი, ჟანგმიწისფერი, მომწიფებისას თითქმის მურა. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მუქ-მურა ქერცლებით.

ჰიმენოფორი — თავიდან თეთრი, შემდგომში — მოყვითალო. მილები დაღმავალი, ფორები მსხვილი კუთხოვანი. კიდეები უსწორმასწოროდაა დაკბილული.

ფეხი — მოკლე, სქელი, მკვრივი, 1-5 სმ, გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირისკენ გაგანიერებული. მუქმურა ან შავი, ზედა მხარე თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი

რბილობი — თეთრი ან მოყვითალო, სასიამოვნო და ტკბილი გემოთი.[3][4][5] თავიდან წვნიანია, მსუბუქი, ხორციანი, მოგვიანებით მაგარი — კორპისებური.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — 10-14X4-5 მკმ, წაგრძელებურ-ელიფსისებური, უფერული.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

გავრცელება და ეკოლოგია რედაქტირება

გვხვდება მთელ სავეგეტაციო პერიოდში, ტყეებში, პარკებში, ბაღებში, გზების გასწვრივ და ა.შ. იზრდება ცოცხალ და მკვდარ ხეებზე, უპირატესად ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე — წიფელი, თელა, ნეკერჩხალი და სხვა.

ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ასევე აშშ-ში (კლდოვანი მთები).

ადგილობრივი სახელწოდებები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hudson W. (1778). Flora Anglica, 2, გვ. 626. 
  2. Fries EM. (1821). Systema Mycologicum, გვ. 343. 
  3. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 570-571, ISBN 3-405-12116-7
  4. Jean-Louis Lamaison & Jean-Marie Polese: „Der große Pilzatlas“, Editura Tandem Verlag GmbH, Potsdam 2012, p. 212, ISBN 978-3-8427-0483-1
  5. Elena Cristina Mincu, Răzvan Țuculescu: „Ciupercile din România”, Editura Galaxia Gutenberg, Târgu-Lăpuș 2010, p. 78-79
  6. 1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  7. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  8. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  9. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).