ძალისის ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ძალისის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ნარეკვავსა და სოფელ ერედას შორის. თარიღდება შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარი გათხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, ა. ბოხოჩაძის ხელმძღვანელობით. მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა რიყის ქვით ნაგებ შენობათა ნანგრევები და სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

ლიტერატურა რედაქტირება