ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ერედა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, წილკნის თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
ერედა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | წილკანი |
კოორდინატები | 41°58′11″ ჩ. გ. 44°37′52″ ა. გ. / 41.96972° ჩ. გ. 44.63111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 660 მ |
მოსახლეობა | 510[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია რედაქტირება
1905 წლის 20 მარტს სოფლის ცენტრში შეიკრიბა ერედისა და ახლომახლო სოფლების (ძალისი, მჭადიჯვარი, წილკანი, გრემისხევი, ბაზალეთი, ჭილურტი, ებნისი) გლეხკაცობა და თავადაზნაურობა (6000-მდე კაცი). გლეხებმა მოითხოვეს მათთვის „ნადელების“ უსასყიდლოდ გადაცემა, ე. წ. „ჩამონაჭრების“ დაბრუნება, ტყითა და საძოვრებით სარგებლობის უფლება, ხოლო უმიწაწყლო გლეხებისათვის სამყოფი მიწის გამოყოფა. მათ წამოაყენეს, აგრეთვე პოლიტიკური მოთხოვნები: არსებული წყობილების დამხობა, დამფუძნებელი კრების მოწვევა, კრების, სიტყვის, სარწმუნოების, განათლების თავისუფლება, ძველი არმიის გაუქმება.
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 565[2] |
2014 | 510 |
ლიტერატურა რედაქტირება
- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 280.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.