შუშანქალის ეკლესია

შუშანქალის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. შენობა წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას, რომელიც დიდი ზომის ქვებით იყო აგებული, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აფსიდი, რომელშიც სწორკუთხა ნიშები იყო დატანებული. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ბუტი და სამხრეთ კედლის ფრაგმენტები. ინტერიერი სავსეა ნაშალით.

შუშანქალის ეკლესიის ნანგრევები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17801