უდესოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო).[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.

სოფელი
უდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
კოორდინატები 41°38′22″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. / 41.63944° ჩ. გ. 42.79389° ა. გ. / 41.63944; 42.79389
დაარსდა ქვის ხანა
ადრეული სახელები უდიველი
ცენტრის სიმაღლე 1220
მოსახლეობა 2728[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 366[2]
საფოსტო ინდექსი 0300[3]
უდე — საქართველო
უდე
უდე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
უდე
უდე — ადიგენის მუნიციპალიტეტი
უდე

ისტორია რედაქტირება

ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება. მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი — უდის განძი, რომელიც დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.

თავდაპირველად დასახლება მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზეგანზე, ე.წ. „უდივლებზე“, თურქეთის საზღვრის პირას. „უდის ველი“ უძველესი ნასოფლარია, აქ არის გორსამარხები (ყორღანები), რომელიც შეიძლება მეოთხე ათასწლეულითაც დათარიღდეს. ისინი გარეგნულად ჰგავს მტკვრის ზემო წელში ნაპოვნ კამერიან ყორღანებს.

მოსახლეობის ჩამოსახლება დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მოხდა სასმელი წყლის, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების გამო. თანამედროვე სოფელი უდე ხევ-ღელეებით, გორაკ-ბორცვებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, რის გამოც სახელს „უდის ველი“ სიტყვა „ველი“ ჩამოშორდა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მებაღეობა, მეკატროფილეობა, მებოსტნეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 3505 1707 1798
2014[1]   2728 1299 1429

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:

  • XIV-XVI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
  • 1904-1912 წლების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • შუა საუკუნეების პერიოდის რვა ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის „შუშან ქალის“, „წყისისა“ და „ხვანის“ ნაეკლესიარები
  • უდეს კათოლიკური ეკლესია
  • ბუზმარეთის ორი ეკლესია (აღდგენილია 1999 და 2007 წელს)
  • ხანდაკის შუა საუკუნეების ციხე-კოშკი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები - „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები - „საქართველოს ფოსტა“
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უდე&oldid=4398510“-დან