შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა

შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა (ფრანგ. Chronique du règne de Charles IX) 一 ფრანგი მწერლის, პროსპერ მერიმეს 1829 წლის ისტორიული რომანი. ნაწარმოებში მოქმედება XVI საუკუნეში მიმდინარეობს, სიუჟეტი კი გადმოგვცემს დიდგვაროვან ბერნარ დე მერჟისა და დიანა დე ტიურჟეს სიყვარულის ისტორიას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან და ბართლომეს ღამესთან.

„შარლ IX-ის მეფობის ქრონიკა“
Chronique du règne de Charles IX

ქართული გამოცემა
ავტორი პროსპერ მერიმე
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ისტორიული
გამოცემის თარიღი 1829

წყაროები რედაქტირება

მერიმე ნაწარმოებზე მუშაობისას ეყრდნობოდა არა სამეცნიერო ნაშრომებსა და პუბლიკაციებს, არამედ თანამედროვეთა და წიგნში აღწერილი საზარელი ისტორიული მოვლენების მონაწილეთა ავთენტურ ჩვენებებს. მთავარ წყაროს წარმოადგენდა ჰუგენოტი პოეტის, თეოდორ აგრიპა დ’ობინიეს წიგნები, პიერ დე ბურდელის ბიოგრაფიები და ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სამხედრო ლიდერის, ბლეზ დე მონლუკისა და ფრანსუა დე ლანუს ხელნაწერები, ადგილობრივი პარიზელი იურისტის, პიერ დე ლეტუალის დღიური და ა.შ. [1][2][3][4]გამოსარჩევია ისიც, რომ XVI საუკუნის ეპოქის შესაცნობად მას ფრანსუა რაბლეს შემოქმედებაც დაეხმარა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Branthom, Pierre de Bourdeil (1540-1614) - French memoirist, author of a multi-volume series of biographies of remarkable people of his time.
  2. Montluc, Blaise de Montesquiou (c. 1499-1577) - French commander, participant in the Wars of Religion; his "Commentaries" cover the events of 1521-1574.
  3. François Lanoux (1531-1591), French general. one of the major Protestant military leaders, author of memoirs.
  4. Etoile, Pierre Tezan (1546-1611) - French memoirist, author of Memoirs-diaries