შაი-შაი (პორტ. Xai-Xai) — ქალაქი მოზამბიკში, ადმინისტრაციული ცენტრი გაზის პროვინციისა. მოსახლეობა — 119 726 ადამიანი (2010 წლის მონაცემები).

ქალაქი
შაი-შაი
Xai-Xai

შაი-შაი
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია გაზის პროვინცია
კოორდინატები 25°03′00″ ს. გ. 33°39′00″ ა. გ. / 25.05000° ს. გ. 33.65000° ა. გ. / -25.05000; 33.65000
ადრეული სახელები ჟოაუ-ბელუ
ცენტრის სიმაღლე 9±1 მეტრი
მოსახლეობა 119 726 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1
შაი-შაი — მოზამბიკი
შაი-შაი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი პორტუგალიელებმა დააარსეს 1900-იანი წლების დასაწყისში, ლოურენს-მარკიშის მახლობლად (ამჟამად მაპუტუ)[1]. ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება იყო ჟუან-ბელუ. ქალაქი ვითარდებოდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ცენტრის სახით (ძირითადი პროდუქცია იყო აკაჟუ და ბრინჯი. ქალაქში განვითარებული იყო საბანკო საქმე და მედიცინა.

მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1975 წელს, ჟუან-ბელუს გადაერქვა შაი-შაი[2]. ქალაქი ძლიერ დაზიანდა 2000 წელს წყალდიდობისას, ზოგიერთი შენობა წყლის ქვეშ 3 მეტრ სიღრმეზე ჩაიძირა[3].

დემოგრაფია რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[4]:

1980 1997 2007 2010
63 949 103 251 116 343 119 726

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fitzpatrick, Mary (2007). Lonely Planet Mozambique. Lonely Planet, გვ. 82. ISBN 1740591887. 
  2. Maps, Weather, and Airports for Xai-Xai, Mozambique. FallingRain Genomics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31.
  3. Gaza Province » Cities and towns » Xai-Xai. go2africa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2008-06-17.
  4. Xai-Xai. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-17.