შავარდნისებრნი (ლათ. Falconidae) — ფრინველთა ოჯახი შავარდნისნართა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 15,2–63 სმ. რქოვანი ზედა ნისკარტის სასის ზედაპირზე გრძივი ბიბილოა. ფრენენ სწრაფად და მანევრულად. ცნობილია დაახლ. 60 სახეობა, რომლებიც 2 ან სამ ქვეოჯახშია გაერთიანებული: ტყის შავარდნები (Herpetotherinae; თუმცა უმეტესად არ განიხილავენ), რომლებიც სამხრეთ ამერიკაში არიან გავრცელებული; კარაკარები (Polyborinae) და საკუთრივ შავარდნები (Falconinae), რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. ეს უკანასკნელი აერთიანებს რამდენიმე გვარს, მათ შორის შავარდენს.

შავარდნისებრნი

მარჯანი (Falco subbuteo)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Falconidae (Vigors, 1824)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება