ყარანა

ფრინველთა გვარი

ყარანა[1][2], ყვითელმუცელა[3] (ლათ. Phylloscopus) — ფრინველთა გვარი ყარანასებრთა ოჯახისა. მათ სხეულის სიგრძეა 10–14 სმ, იწონიან 5–12,5 -ს. შეფერილობა მურა ან მომწვანოა, სხეულის ქვედა ნაწილი როგორც წესი ყვითელია, რამდენიმე სახეობას თვალების ზემოთ ღია ფერის „წარბი“ აქვს. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში; 1 აზიური სახეობა ალასკამდეც აღწევს. ბინადრობენ სხვადასხვა განედებში — ბუჩქნარიანი ტუნდრიდან მუქწიწვოვან ტაიგამდე. ბუდობენ მიწაზე, ხეებზე ან ბუჩქებზე. ბუდე დახურულია, აქვს გვერდითი შესასვლელი. დებენ 4–8 წინწკლებიან ღია ფერის კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი. ინკუბაცია 12–13 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან ობობებით, მწერებით, შემოდგომაზე ზოგჯერ კენკრითაც.

ყარანა

მწვანე ყარანა (Phylloscopus trochiloides)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phylloscopus (Boie, 1826)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 163.
  2. Phylloscopus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ყვითელმუცელაქართულ სინონიმთა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა