ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია

ფრინველთა სახელწოდების ლექსიკონი.

ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგიაფრინველთა სახელწოდების ლექსიკონი. შედგება რუსულ-ქართულ-ლათინური, ქართულ-რუსულ-ლათინური და ლათინურ-ქართული ნაწილებისაგან. ნომენკლატურა შეიცავს არა მარტო საქართველოში გავრცელებული ფრინველების სახელწოდებებს, არამედ იმ სახეობების სახელწოდებებსაც, რომლებიც დამახასიათებელია დედამიწის ცალკე ზოოგეოგრაფიული ოლქებისათვის, ან რომელებიც საინტერესოა ბიოლოგიური, მორფოლოგიური და სხვა თვალსაზრისით, ანდა ხშირად მოიხსენიება სასწავლო, სპეციალურ თუ მხატვრულ ლიტერატურაში და მასობრივ პერიოდულ პრესაში. ძირითად წყაროდ გამოიყენეს ა. ბრემის ნაშრომი «Жизнь животных».

ნომენკლატურის ავტორია მირონ კუტუბიძე, რედაქტორი — ბ. ყურაშვილი, მხატვარი — გ. ნადირაძე. გამოიცა 1973 წელს თბილისში, გამომცემლობა „მეცნიერების“ მიერ. დაიბეჭდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადგენილებით.

ლიტერატურა რედაქტირება