ფიზიკური სიდიდე

ფიზიკური სხეულის ან სისტემის რაოდენობრივი მახასიათებელი

ფიზიკური სიდიდე — თვისება, რომელიც ხარისხობრივი თვალსაზრისით საერთოა მრავალი ფიზიკური ობიექტისათვის (ფიზიკური სისტემა, მათი მდგომარეობები და მათში მიმდინარე პროცესები). მაგრამ რაოდენობრივი თვალსაზრისით ისინი ინდივიდუალურია თითოეული ობიექტისათვის. ობიეტქტების თვისებას ახასიათებს შემდეგი ფიზიკური სიდიდეები: მასა, სიგრძე, ელექტრული წინაღობა და ა. შ. სისტემის მდგომარეობას — წნევა, ტემპერატურა, მაგნიტური ინდუქცია და ა. შ. პროცესებს — სიჩქარე, სიმძლავრე და სხვა.

ფიზიკური სიდიდის რაოდენობრივი შეფასებისათვის (მისი მნიშვნელობის განსზღვრა მისთვის ერთეულად მიღებული რომელიმე რიცხვის სახით) სარგებლობენ გაზომვის სხვადასხვა მეთოდით. ფიზიკურ სიდიდეებს მინიჭებული აქვს ასოითი სიმბოლოები. ტერმინ „ფიზიკურ სიდიდეს“ იყენებენ არამარტო ფიზიკაში, არამედ სხვა მეცნიერებებშიც (ქიმიაში, ბიოლოგიაში და ა. შ.), როცა გამოსაკვლევი ობიექტების რაოდენობრივ შეფასებას ფიზიკური მეთოდებით ახორციელებენ.

ძირითადი და წარმოებული სიდიდეები რედაქტირება

  • ძირითადია ფიზიკური სიდიდე, თუ ის არის ერთ-ერთი ერთეულთა მოცემულ სისტემაში. ძირითადი ფიზიკური სიდიდე განიხილება როგორც საბაზისო, დამოუკიდებელი.
  • წარმოებული ეწოდება ფიზიკური სიდიდეს, თუ ის განისაზღვრება ძირითადი (საბაზისო) სიდიდეებით.

როგორც ვხედავთ, „ძირითადი“ და „წარმოებულ“ ფიზიკურ სიდიდეთა ცნებები გამოყენებულ ერთეულთა სისტემასთანაა დაკავშირებული.

დღესდღეობით ფიზიკაში ძირითადად გამოიყენება SI სისტემა (თეორიული ფიზიკის ზოგიერთ დარგში ასევე გამოიყენება გაუსის ერთეულთა სისტემა). SI სისტემაში შედის შვიდი ძირითადი სიდიდე და მათგან წარმოებული ერთეულები.

SI სისტემის ძირითადი ერთეულები
ერთეული მოკლე აღნიშვნა ფიზიკური სიდიდე განზომილება
მეტრი სიგრძე L
კილოგრამი კგ მასა M
წამი წმ დრო T
ამპერი დენის ძალა I
კელვინი K ტემპერატურა Θ
მოლი მოლ ნივთიერების რაოდენობა N
კანდელა კდ სინათლის ძალა J

ყველა სხვა ფიზიკური სიდიდის ერთეული იწარმოება ამ საბაზისო ერთეულების მეშვეობით.

განზომილებიანი და უგანზომილებო სიდიდეები რედაქტირება

  • განზომილებიანი ფიზიკური სიდიდე არის ის, რომლის მნიშვნელობაში ერთ-ერთი საბაზისო სიდიდე მაინც მონაწილეობს (0-გან განსხვავვებული ხარისხით).
  • უგანზომილებო ფიზიკური სიდიდე არის ის, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ რიცხვითაა გამოსახული, განზომილების გარეშე (სინამდვილეში მისი განზომილებაა ესა თუ ის საბაზისო ერთეული, 0-ის ტოლი ხარისხით (იხ.). მაგალითად, მართი კუთხის მნიშვნელობაა „π/2 რადიანი“ ანუ „π/2 მ/მ“ ანუ „π/2 მ^0“ რაც ნათელია კუთხის რადიანებში გაზომვის წესიდან).

ექსტენსიური და ინტენსიური სიდიდეები რედაქტირება

  • სიდიდეს ეწოდება ექსტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა შედგენილი სისტემისთვის არის შემადგენელ ქვესისტემათა მნიშვნელობების ჯამი—მაგალითად მოცულობა, მასა და ა. შ);
  • ფიზიკურ სიდიდეს ეწოდება ინტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული სისტემის ზომაზე (მაგალითად ტემპერატურა, წნევა და ა. შ.).

ზოგიერთი ფიზიკური სიდიდე როგრიცაა იმპულსის მომენტი, ძალა, სიგრძე, დრო, არც ექსტენსიურია და არც ინტენსიური.

ზოგიერთი ექსტენსიური სიდიდიდან ხდება წარმოებული სიდიდეების განსაზღვრება:

სკალარული, ვექტორული და ტენზორული სიდიდეები რედაქტირება

სიმბოლოები რედაქტირება

ფიზიკური სიდიდეების აღსანიშნავად როგორც წესი გამოიყენება ლათინური ან ბერძნული ასოები. სიმბოლოს ხშირად ურთავენ ზედა ან/და ქვედა ინდექსს, რომელიც მიუთითებს ფიზიკური სიდიდის კუთვნილებას, მაგალითად Eп ხშირად აღნიშნავს პოტენციური ენერგიას, ხოლო cp სითბოტევადობას მუდმივი წნევის დროს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება