ტერმინს „სიმძლავრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სიმძლავრე (მრავალმნიშვნელოვანი).

სიმძლავრე (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც იზომება დროის ერთეულში შესრულებული მუშაობით.

სიმძლავრე

ერთი ცხენისძალა საჭიროა 1 წამში 75 კგ ტვირთის 1 მეტრით გადასაადგილებლად
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა ვტ (ვატი)
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება



განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

თუ მუშაობა თანაბრად სრულდება, მაშინ სიმძლავრეს განსაზღვრავენ ფორმულით, სადაც არის დროში შესრულებული მუშაობა. ზოგად შემთხვევაში , სადაც არის ელემენტარული დროის შუალედში (ჩვეულებრივ 1 წმ-ში) შესრულებული ელემენტარული მუშაობა. SI სისტემაში სიმძლავრე იზომება ვატებით (ვტ); 1 ვტ= 1 ჯ/წმ, CGS სისტემაში კი — ერგ/წმ. ტექნიკაში იყენებენ აგრეთვე სიმძლავრის სისტემის გარეშე ერთეულს — ცხენის ძალას (ც. ძ.).

გაზომვის ერთეულები რედაქტირება

SI ერთეულთა სისტემაში, სიმძლავრის საზომ ერთეულს წარმოადგენს ვატი, რომელიც უტოლდება ჯოულს, გაყოფილს წამზე.

სხვა, სიმძლავრის საზომი, გავრცელებული ერთეულია ცხენის ძალა.

სიმძლავრე, მექანიკაში რედაქტირება

თუ მოძრავ სხეულზე მოქმედებს ძალა, მაშინ ეს ძალა ასრულებს მუშაობას. სიმძლავრე, ამ შემთხვევაში გამოითვლება ფორმულით:

 

  — ძალა,   — სიჩქარე,   კუთხე ძალისა და სიჩქარის ვექტორებს შორის.

ელექტრული სიმძლავრე რედაქტირება

მყისიერი ელექტრული სიმძლავრე რედაქტირება

მყისიერი ელექტრული სიმძლავრე, კონკრეტულ ელექტრო-ქსელის ელემენტზე განისაზღვრება შემდეგი წესით:

 

სადაც I და U; - დენის ძალის და ძაბვის მყისიერი მნიშვნელობაა ამ ელემენტზე.

თუ ქსელის ელემენტს წარმოადგენს რეზისტორი, რომლის ელექტრო წინაღობაა R, მაშინ ვსარგებლობთ ფორმულით:

 

მუდმივი დენის სიმძლავრე რედაქტირება

მუდმივი დენის შემთხვევაში საშუალო სიმძლავრე გამოითვლება შემდეგნაირად:

 

ლიტერატურა რედაქტირება