ფაჰდა ბინთ საუდ იბნ აბდულაზიზ ას-საუდი

ფაჰდა ბინთ საუდ იბნ აბდულაზიზ ას-საუდი (არაბ. فهدة بنت سعود بن عبد العزيز آل سعود‎; დ.15 იანვარი, 1953) — საუდის არაბეთის ხელოვნების მოღვაწე, საუდების სამეფო დინასტიის წევრი.[1]

ფაჰდა ბინთ საუდ იბნ აბდულაზიზ ას-საუდი
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1953 (70 წლის)
ერ-რიადი, საუდის არაბეთი
მოქალაქეობა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
განათლება ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: საუდი (საუდის არაბეთი)

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

პრინცესა ფაჰდა დაიბადა 1953 წელს მეფე საუდისა და პრინცესა ჯამილა ბინთ ასად ბინ იბრაჰიმ ალ მირჰას ოჯახში. დედა წარმოშობით ლატაკიიდან (სირია) იყო. პრინცესა ფაჰდამ პირველი განათლება 1964 წელს ერ-რიადში, კარიმატის საშუალო სკოლაში მიიღო. 1969 წელს მან დაამთავრა ბეირუთის გოგონათა ევანგელისტური  სკოლა (BESG)..[2]

1974 წელს  მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ბეირუთის ქალთა კოლეჯში (ამჟამად ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტი). შემდეგ, 1976 წელს — მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტიდან. ფაჰდა ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში. იქ გაიარა სმეცნიერო   კურსი პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრაზე. მოგვიანებით,  გადავიდა პარიზში ხელოვნების შესასწავლად. მისი ხელმძღვანელი გახლდათ  ერაყელი მხატვარი ისამ ალ-საიდი, რომელიც სპეციალიზირებული იყო ისლამურ გეომეტრიულ ორნამენტებზე.[3]

საქმიანობა რედაქტირება

პრინცესა ფაჰდა  მეფე საუდის ბიბლიოთეკის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც აგროვებს, აარქივებს და აქვეყნებს მეფე საუდის ისტორიასა და მემკვიდრეობას. ფაჰდა გახლავთ ჯიდაში ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება ალ-ფეისალიას პრეზიდენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს უკვე 20 წელია. ასევე ხელმძღვანელობს კოოპერატიულ საზოგადოება „სლეისლის“, რომელიც სპეციალიზირებულია საუდის არაბეთის ხელნაკეთობებისა და მოდის მოდერნიზაციაზე ქალაქ ჯიდაში, იყენებს რა ადგილობრივ მასალას, ადგილობრივ ტრადიციულ დიზაინს და სამუშაოდ ქირაობს ადგილობრივ ქალებს. [4]

 
ფაჰდას მამა, მეფე საუდი.

პრინცესა ფაჰდამ მონაწილეობა მიიღო ფემინისტური სახის გამოფენებში, სადაც წარმოდგენილი იყო  მისი აკვარელთ შესრულებული ნამუშევრები. ერთ-ერთი გამოფენა მოეწყო იორდანიის სახვითი ხელოვნების სამეფო საზოგადოების და საბერძნეთის ქალ მხატვართა პან-ხმელთაშუა ზღვის ქსელის მიერ, რათა აღმოიფხვრას  ნეგატიური სტერეოტიპები ისლამური სამყაროს ქალთა მიმართ. პირველი გამოფენა ჩატარდა ავსტრალიაში, მელბურნის რელიგიათაშორისი ცენტრის ეგიდით 2008 წლის 25 იანვრიდან 23 მარტამდე. სხვა საკითხებთან ერთად, წარმოდგენილი იყო პრინცესა ფაჰდას აკვარელის ნამუშევარი სახელწოდებით "სამი ქალი", რომელიც ეფუძნება ტრადიციულ იაპონურ კომპოზიციას "სამი მაიმუნი". მანვე მოაწყო მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენები. გარდა ამისა, პრინცესა ფაჰდა მხარს უჭერს საუდის არაბეთში მოღვაწე სხვა მხატვრებს. მათ შორის აღსანიშნავია კვერცხის გაფორმებაზე დახელოვნებული ინდოელი მხატვარი ფარჰი საიდი.

მეფე საუდის ერთგვარი რეაბილიტაციის ფარგლებში პრინცესა ფაჰდამ ილუსტრაციებით გააფორმა მამისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც მეფე საუდის ფონდის მიერ გამოქვეყნდა.[5][6]

შეხედულებები რედაქტირება

პრინცესა ფაჰდამ სოციალურ საკითხებზე და არაბეთის ისტორიაზე დაწერა სტატიები საუდის არაბეთის ისეთი წამყვანი გაზეთებისთვის, როგორებიცაა „Okaz“ და“ Arab News“.

2007 წლის თებერვალში მისი სტატია სათაურით "საუდის ქალთა პრობლემები" გამოქვეყნდა Al-Hayat-ში. მასში პრინცესა ფაჰდამ ნათლად განაცხადა, რომ საუდის არაბეთის საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ მიმდინარე დებატები გხლავთ „საკვანძო გასაღები ერის აღორძიბენისთვის“.პრინცესა საუდის საზოგადოებაში სარგებლობს  ტრადიციონალისტის რეპუტაციით და არა რეაქციონერის.  იგი მხარს უჭერდა რეფორმებს ქალებისთვის, მაგრამ დიდწილად  ადგილობრივ ღირებულებებთან, მათ შორის რელიგიურთან თანხვედრაში.

ინტერვიუ პრინცესა ფაჰდასთან შეტანილია 2011 წელს ამანისა და ბეირუთის არაბული კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ  მონა ალმუნაჯედის წიგნში „საუდის ქალები საუბრობენ: 24 ღირსშესანიშნავი ქალი ყვება თავიანთი წარმატების ისტორიებს“.[7]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფაჰდა ბინთ საუდს ჰყავს ერთი ვაჟიშვილი აბდულაზიზი. იგი ცოლად გაჰყვა   დანიის  მოქალაქე ბარონ აბდულა კურტ ბერგსტრომს, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ  სახელი შეიცვალა და აბდულა დაირქვა. იგი გარდაიცვალა 2000 წელს, ამ დროს წყვილი უკვე განქორწინებული იყო. [8]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Fahda bint Saud Al Saud". Archived from the original on 14 April 2016. Retrieved 6 December 2016.(არაბ.)
  2. "Princess Fahda bint Saud al Saud". Who's Who Arab Women. Archived from the original on 18 October 2013. Retrieved 16 May 2012.
  3. "Greenbox dictionary of Saudi Arabian artists". Greenbox Museum. Retrieved 16 May 2012.
  4. "Breaking the Veils: Women Artists from the Islamic World" (PDF). Euromedi. Retrieved 25 August 2012.
  5. "Saudi Princess Fahda bint Saud ibn Abdulaziz: Conspiracy Theories and Other Writings"[მკვდარი ბმული]. Memri. 2 February 2004. Retrieved 16 May 2012.
  6. "New Book". King Saud Foundation. Archived from the original on 28 September 2015. Retrieved 16 May 2012.
  7. "Sleysla Centre" Traditional Saudi Handicrafts in Jeddah დაარქივებული 2023-02-20 საიტზე Wayback Machine. , 7 July 2014
  8. "Daughters and sons of King Saud". King Saud.net. Archived from the original on 13 September 2013. Retrieved 16 May 2012.