ულაღჩი (მონღ. Улагчи; ? — გ. 1257) — ოქროს ურდოს მეოთხე მმართველი (1256-1257 წწ.). ჯუვეინის „ქვეყნის დაპყრობის ისტორიის“[1] მიხედვით იგი სარტაკის, ხოლო რაშიდ ად-დინის „ისტორიათა კრებულის“[2] მიხედვით ბათო-ყაენის უფროსი შვილია. მისი მმართველობის დროს ქვეყანას განაგებდა დედა-რეგენტი ბორაქჩი-ხათუნი.

ულაღჩი
მონღ. Улагчи
ოქროს ურდოს მე-4 მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1256
მმართ. დასასრული: 1257
წინამორბედი: სარტაკი
მემკვიდრე: ბერქა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1257
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: სარტაკი ან ბათო-ყაენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება