ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად ჯუვეინი (დ. 1226 — გ. 1283) — ირანელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ჯუვეინების გვარი ძველთაგანვე ცნობილი იყო ირანში. ჯუვეინის პაპა ხვარაზმშაჰ მუჰამადის დაახლოებული პირი ყოფილა, მამა და ძმა მონღოლებს ემსახურებოდნენ. ჯუვეინი 15 წლიდან უკვე მონღოლთა სამსახურში იყო, შემდეგ კი ბაღდადისა და ერაყის გამგებლის თანამდებობასაც მიაღწია. მან რამდენიმეჯერ იმოგზაურა მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე. ავტორია სამტომიანი თხზულებებისა „ქვეყნის დაპყრობის ისტორია“ ("თარიხე ჯაჰანგოშაჲ", დაწერილია 1252-1260 წლებში), რომელიც შეიცავს ჩინგიზ-ყაენის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მონღოლთა დამპყრობლური ომების ისტორიას. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯუვეინის ცნობებს ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლთა შემოსევების შესახებ. ეს თხზულება გამოყენებული აქვს XIV საუკუნის ქართველ ანონიმ ისტორიკოსს - ჟამთააღმწერელს.

ლიტერატურა რედაქტირება