ტიხტენგენი

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში

ტიხტენგენი (რუს. Тихтенген) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს — მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის — ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4618 მ. აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და კამბრიულისწინა მეტამორფული ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ტიხტენგენის კალთებიდან სათავეს იღებს რამდენიმე მსხვილი მყინვარი, მათ შორის ჩრდილოეთი წანერი და სხვა. მწვერვალი პირველად დაიპრეს 1935 წელს.

ტიხტენგენი
კოორდინატები: 43°07′09″ ჩ. გ. 42°59′24″ ა. გ. / 43.11917° ჩ. გ. 42.99000° ა. გ. / 43.11917; 42.99000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4618 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტი, გნაისი და ფიქალი
ტიხტენგენი — საქართველო
ტიხტენგენი
ტიხტენგენი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ტიხტენგენი

ლიტერატურა რედაქტირება