ტექტონიკური ციკლები

ტექტონიკური ციკლებიდედამიწის ისტორიის პერიოდები, რომლებსაც ახასიათებს ტექტონიკური და საერთოდ გეოლოგიური მოვლენების გარკვეული კანონზომიერი თანმიმდევრობა. ტექტონიკური ციკლები განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება გეოსინკლინებში. ციკლის I სტადიაში მიმდინარეობს დედამიწის ქერქის დაძირვა — ღრმა ზღვიური აუზების წარმოქმნა, II სტადიაში-აზევება (მთათწარმოშობა). გვიანდელი კამბრიულისწინა და ფანეროზოული დროის ევროპაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გამოიყოფა შემდეგი ტექტონიკური ციკლები: გრენვილური (შუარიფეული), ბაიკალური (გვიანდელი რიფეულ-ვენდური), კალედონიური (კამბრიულ-დევონური), ჰერცინული (დევონურ-პერმული), კიმერიული (ტრიასულ-იურული), ალპური (იურულ-კაინოზოური).

ლიტერატურა რედაქტირება