დედამიწის ქერქიდედამიწის მყარი გარსი, რომელიც ვრცელდება მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ზევით და აგებულია ქანებისა და მინერალებისაგან.

დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

მინერალი ერთგვაროვანი თვისებების მქონე წარმონაქმნია. მინერალები წარმოიქმნება, როგორც დედამიწის სიღრმეში, ასევე მის ზედაპირთან ახლოს. დედამიწაზე ცნობილია 3000 ათასამდე სახეობის მინერალი. აქედან 70 ფართოდაა გავრცელებული. წარმოშობის მიხედვით მინერალებს 3 ჯგუფად ყოფდნენ: მაგმურ, დანალექ და მეტამორფულ ქანებად. დედამიწის ქერქის ამგებ ქანებს შორის 60% მაგმურია. დედამიწის სიღრმეში წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის მქონე თხევადი მაგმა. მაგმური ქანებია: გრანიტი, ბაზალტი, ანდეზიტი, ვულკანური ტუფი. დანალექი ქანები არსებობს ხმელეთზეც და ზღვებსა და ოკეანეების ფსკერზე. ანსხვავებენ ნგრევით, ორგანულ და ქიმიური წარმოშობის დანალექ ქანებს. მდინარეების მიერ გადატანილი ნაშალი მასალის ფსკერზე დაგროვებისა და გამკვრივების შემდეგ წარმოიქმნება.

ორგანული დანალექი ქანები ცხოველების და მცენარეული დალექვის შედეგად წარმოიქმნება. ასეთებია: ცარცი, კირქვა, ტორფი და ნახშირი. ქიმიური წარმოშობის დანალექი ქანია ქვანახშირი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება