ტაიტელები — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აბორიგენი პოლინეზიელი ხალხი ოკეანეთში. საერთო რაოდენობა 178,133 კაცი (2007 წლის შეფასებით). ცხოვრობენ საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტზე და სხვა კუნძულებზე. ლაპარაკობენ ერთ-ერთ პოლინეზიურ ენაზე. უმრავლესობა ქრისტიანია (კალვინისტები, კათოლიკეები). ტაიტელების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება (ქოქოსის პალმა, შაქრის ლერწამი და სხვა), თევზჭერა და მეურნეობის სხვა დარგები. ინარჩუნებენ თვითმყოფად კულტურას.

ტაიტელი გოგონები

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება