სულაკაურის ციხე-სახლი

სულაკაურის ციხე-სახლი — ციხე-სახლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა სულაკაურებს.

სახლი (7,3 X 6 მ, სიმაღლე 5,3 მ) სამსართულიანია. ნაგებია ფიქლით. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. მეორე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამ სართულზე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, თითო სარკმელია, სამხრეთისაში - ორი სარკმელი და ერთი ნიში. მესამე სართულზე, სამხრეთ კედელში კარია, რომელიც ღია აივანზე გადიოდა. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. სახლს ფიქლის ცალფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება