სპიროგირა (ლათ. Spirogyra) — ძაფისებრი მწვანე წყალმცენარეების გვარი კონიუგატების ქვეგანყოფილებისა. სპიროგირის ძაფები შედგება უჯრედების ერთი რიგისაგან. უჯრედები შეიცავენ ქლოროპლასტების ერთ ან რამდენიმე სპირალურ თასმას, მრავლდებიან ვეგეტატიურად და სქესობრივად (იხ. კონიუგაცია). 200-მდე სახეობა გავრცელებულია მტკნარ დამდგარ და მდოვრე წყლებში. წყლის ზედაპირზე ქმნიან გროვებს.

სპიროგირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Spirogyra

ლიტერატურა რედაქტირება