კონიუგატები (ლათ. Conjungatophytina) — მწვანე წყალმცენარეების ქვეტიპი. ტიპობრივი მტკნარი წყლის ორგანიზმებია, აერთიანებს 2 კლასს: ლათ. Saccodermophycea-ს კლასის წარმომადგენლები ერთუჯრედიანი ან იშვიათად კოლონიური ფორმებია, რომლის უჯრედებს აქვს მთლიანი გარსი. ლათ. Placodermophyceae-ს კლასს ეკუთვნის უმთავრესად ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთა უჯრედის გარსი 2 ან რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

კონიუგატები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Conjungatophytina

კონიუგატებს მრავალნაირი ფორმის სპირალური (სპიროგირა), ვარსკვლავისებრი (ზიგნემა), ფირფიტისებრი (მუჟოცია) — ქრომატოფორი აქვთ. კონიუგატების უსქესო გამრავლება ხდება უჯრედის დაყოფით (ერთუჯრედიანებში) და ძაფების დაწყვეტით. მათ ზოოსპორები და მოძრავი გამეტები არა აქვთ. სქესობრივი გამრავლება კონიუგაციის ტიპისაა. კონიუგატები გავრცელებულია მტკნარ წყალსატევებში. ზიგნემასნაირნი დამდგარ და მდოვარე წყლებზე ქმნიან „ყაპს“.

ლიტერატურა რედაქტირება