სომხეთის წითელი წიგნი

სომხეთის წითელი წიგნისომხეთში მცენარეების და ცხოველების მრავალი სახეობა გადაშენებული. ეს კი განპირობებულია მათი აქტიური განადგურებით, სხვადასხვა საბადოების ექსპლუატაციით და ადამიანის საქმიანობით. 2011 წლისათვის, სომხეთის წითელ წიგნში შედის 452 სახეობის მცენარე, სოკოების 40 სახეობა, 308 ცხოველი (ხერხემლიანთა 153 სახეობა, 155 - უხერხემლო).

ფაუნა რედაქტირება

სომხეთში მცხოვრები ხერხემლიანთა და უხერხემლო ცხოველების დაახლოებით 17,500 სახეობიდან დაახლოებით 300 ითვლება იშვიათად ან შემცირებულად. სულ 99 ხერხემლიანი სახეობა შეიტანეს სომხეთის წითელ წიგნში (1987 წელს), რომელთაგან 39 ასევე მოცემულია ყოფილი სსრკ-ს წითელ წიგნში. აღნიშნული სახეობებიდან, ზოგი საფრთხეშია გლობალურად (საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების IUCN წითელი ნუსხის მიხედვით). სომხეთის წითელი წიგნის ხელახალი კვლევა ჩატარდა 2009–2010 წლებში. ამჟამად, სომხეთის წითელი წიგნი მოიცავს: 153 სახეობის ხერხემლიან და 155 სახეობის უხერხემლო ცხოველს.

აღნიშნულ ხერხემლიანთა შორის, 14 სახეობის ამფიბიები და ქვეწარმავლებია, ხოლო 29 სახეობის ძუძუმწოვრები შედის სომხეთის წითელ წიგნში. ამ სახეობების მრავალი ნაწილი გადაშენების პირასაა. ბოლო წლებში, ამ სახეობებისთვის საშიშროება გაიზარდა სტიქიური კატასტროფების, ეკონომიკური კრიზისისა და ასევე, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის არაეფექტური საქმიანობის გამო.

ძუძუმწოვრებიდან ყველაზე საშიშ სახეობებს შორისაა: შუა აზიის ლეოპარდი, სომხური მულფონი, ამიერკავკასიის მთის ცხვარი, სირიის ყავისფერი დათვი, უკიდურესად იშვიათი ზოლიანი გიენა და კავკასიური თაგვი.

ფლორა რედაქტირება

სომხეთში მცენარეთა სახეობების თითქმის ნახევარს შესაძლოა საფრთხე ემუქრება გადაშენებით. ეს გამოწვეულია ბუნებრივი პროცესების და ადამიანის საქმიანობის შედეგად. დღემდე, სომხეთში გაქრა მცენარეების დაახლოებით 35 სახეობა, რომელთაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისთვის.

სომხეთის წითელი წიგნის ახალი, მნიშვნელოვნად შესწორებული გამოცემა, რომელიც 2011 წელს გამოიცა, მოიცავს 452 სახეობის მცენარეს, რაც სომხეთის მთლიანი ფლორის დაახლოებით 14 %-ს შეადგენს.

სომხეთის მცენარეთა 61 სახეობა შედის ყოფილი სსრკ-ს წითელ წიგნში (ინფორმაცია 1984 წლისთვის). გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია ისეთი სახეობები, როგორიცაა: ლერწმის კალამი, არღავანი - იუდას მშვენიერი ხე, სომხეთის ენდემია არის სომხური შროშანი. ასევე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია სუბენდემიური ირისი. ამასთან, საბოლოოდ დაზუსტებული ბევრი სხვა მცენარის სტატუსი. სოკოების 15 სახეობა საშიშად განიხილება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Красная Книга Армении (Растения) / Под ред. К. Г. Таманян, Г. М. Файвуш, Ж. А. Варданян, Т. С. Даниелян. — Ереван, 2010. — 598 с.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება