არღავანი, იუდას ხე (ლათ. Cercis siliquastrum) — ფოთოლმცვივანი ხე ან ბუჩქი ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. სიმაღლე - 7-8 მ-მდე, ქერქი მურა-ყავისფერი, ფოთლები — მომრგვალო-თირკმლისებრი, ძირში ღრმად გულისებრი, 8-10 სმ სიგრძე-სიგანისა. ახასიათებს კაულიფლორია. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე გამოაქვს მოვარდისფრო ყვავილი.

არღავანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cercis siliquastrum
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19375494

10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.

საქართველოში ხარობს მთის ქვედა სარტყელში აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, ნელა იზრდება, ეფექტიანი დეკორატიული მცენარეა, მეტადრე ყვავილობის დროს. არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ზოგიერთ კუთხეში უწოდებენ ატმიყვავილას.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

  • ბიბლიურ მითოლოგიაში იუდას ხე ეწოდება ვერხვს, რომელზეც ლეგენდის მიხედვით თავი ჩამოიხრჩო იუდამ, რის შემდეგაც ამ ხეზე მუდამ თრთის ფოთოლი, ქერქის ქვეშ კი ხე სისხლივით წითელია.[1]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mabberley, D.J. (2008). Mabberleys's plant-book, 3, Cambridge University Press, გვ. 170. ISBN 9780521820714.