სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი

სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ზღვის სანაპირო ვაკეზე სკურჩის დასახლებასა და სოფელ წყურგილს შორის. დაარსდა 1971 წელს. საერთო ფართობია 85 ჰა, ტყით დაფარული — 63,5 ჰა. აქ ხარობს რელიქტური მცენარეები: კოლხური ბზა, კოლხური ლეღვი, პარტვისის მუხა, ლაფანი, კოლხური ჯონჯოლი, შქერი, კოლხური სურო და სხვა. რამდენიმე ჰექტარზე ბამბუკი და ევკალიპტია გაშენებული.

ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კურდღელი, ფრინველებიდანთოლია, შავი შაშვი, კოდალა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება