კოლხური სურო (ლათ. Hedera colchica) — მცოცავი ბუჩქი სუროს გვარისა. აქვს მომრგვალო ან მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმის ტყავისებრი ფოთლები და პატარა მომწვანო ყვავილები.

კოლხური სურო

Hedera colchica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  არალიისებრნი
გვარი:  სურო
სახეობა:  კოლხური სურო
ლათინური სახელი
Hedera colchica

გავრცელებულია უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებსა და ჩრდილიან ადგილებში. საქართველოს გარდა იზრდება თურქეთში (ლაზისტანი) კულტივირებულია ბაღებსა და პარკებში. მისი ფოთლები შემოდგომის დამლევს და ზამთარში სიცივისაგან ლამაზ მოწითალო იერს იღებს. ადვილად მრავლდება კალმითა გადაწვენით. ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება