სინდი (ესტ. Sindi) — ქალაქი ესტონეთში, პიარნუმაას მაზრაში. მდებარეობს მაზრის დედაქალაქ პიარნუდან 14 კილომეტრში, მდინარე პიარნუს მარცხენა ნაპირზე. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 4 049 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
სინდი
Sindi

სადგურის შენობა
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა პიარნუმაა
კოორდინატები 58°24′00″ ჩ. გ. 24°39′00″ ა. გ. / 58.40000° ჩ. გ. 24.65000° ა. გ. / 58.40000; 24.65000
დაარსდა 1833
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 5.02 კმ²
მოსახლეობა 4 049 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 86705
ოფიციალური საიტი sindi.ee
სინდი (ესტონეთი) — ესტონეთი
სინდი (ესტონეთი)

ისტორია რედაქტირება

სინდის ტერიტორიაზე ერთ დროს მეზოლითური დასახლება პილუ ყოფილა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 8500 წლით თარიღდება და იგი უძველესი დასახველაა ესტონეთში. გეოლოგებმა ის 1965 წელს აღმოაჩინეს. დასახლება სავარაუდოდ ცოტა ხნის მანძილზე არსებობდა, რადგან შემდეგ ის წყალმა დაფარა. ჭაობიანი ტერიტორია XVI საუკუნემდე დაუსახლებელი რჩებოდა.

თანამედროვე დასახლება 1833 წელს საფეიქრო საწარმოს ირგვლივ ჩამოყალიბდა. 1921 წელს ის ოფიციალურად გაფრომდა პა­ტა­რა ქა­ლა­ქად, 1938 წელს კი ქალაქად.

ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო 1928 წელს რკინიგზის გახსნა, რომელიც 1970 წლამდე ოპერირებდა.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება