პიარნუ (გერმ. Pernau; ლატვ. Pērnava; პოლ. Parnawa; რუს. Пярну; ძველად Пернов) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ესტონეთში, რიგის ყურის (ბალტიის ზღვა) სანაპიროზე.

ქალაქი
პიარნუ
Pärnu
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა პიარნუმაა
კოორდინატები 58°23′00″ ჩ. გ. 24°30′00″ ა. გ. / 58.38333° ჩ. გ. 24.50000° ა. გ. / 58.38333; 24.50000
დაარსდა 1251
პირველი ხსენება 1241
ფართობი 32.22 კმ²
მოსახლეობა 39,828 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1,200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი parnu.ee
პიარნუ — ესტონეთი
პიარნუ
დრონით გადაღებული ვიდეო, 2022

ქალაქი პიარნუ ესტონეთის ტურისტული ინდუსტრიის ცენტრს წარმოადგენს. იგი ცნობილია ათასგვარი სამკურნალო–განმაჯანსაღებელი, ფიზიოთერაპიული, სარეკრეაციო–თერაპიული ცენტრებით. ამ ცენტრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რანაჰოტელი [სანაპირო სასტუმრო] (1937. არქ. ა. სოანსი და ო. სიინმაა) თავისი ისტორიული მემკვიდრეობით. კერძოდ, ცნობილია, რომ აქ ესტონეთის I რესპუბლიკის (1918–1940) პრეზიდენტები ისვენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი XIII საუკუნეში დაარსდა, ყველაზე ძველი შენობა–თეთრი კოშკი XVI საუკუნის დასასრულით თარიღდება. XVII-XVIII საუკუნეების დროინდელი საფორტიფიკაციო ნაგებობებიდან მხოლოდ ბაროკოს სტილის ,,ტალინის კარიბჭე" (1675–1685) და რამდენიმე კოშკია შემორჩენილი.

აღსანიშნავია ბაროკოს სტილის პრტესტანტული და მართლმადიდებლური ტაძრები. ორივე წმ. ელიზაბეთის სახელობის. ქალაქი მდიდარია არტ–ნუვოს და ფუნქციონალისტური სტილის არქიტექტურითაც.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lindquist, Ted. Internationella frågor och vänorter Swedish. Oskarshamn Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2013-07-25.