სილკებორგი (დან. Silkeborg) — ქალაქი ცენტრალურ დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე, სილკებორგის მუნიციპალიტეტში. 2012 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 42 807 ადამიანს შეადგენს.[1] სილკებორგის განვითარება და თანამედროვე ქალაქად ჩამოყალიბება განაპირობა 1844 წელს მაიკლ დრევსენის მიერ ქაღალდის ფაბრიკის გახსნამ. ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთმანეთისგან ტბითაა გამოყოფილი, რომელიც აღმოსავლეთის მხრიდან მდინარე გუდენს უერთდება.

ქალაქი
სილკებორგი
დან. Silkeborg

სილკებორგის რატუშა
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ცენტრალური იუტლანდია
კოორდინატები 56°10′46″ ჩ. გ. 9°33′06″ ა. გ. / 56.17944° ჩ. გ. 9.55167° ა. გ. / 56.17944; 9.55167
მმართველი Steen Vindum
დაარსდა 1470
ფართობი 255,28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 31±1 მეტრი
მოსახლეობა 42 807 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 89
საფოსტო ინდექსი 8600
ოფიციალური საიტი silkeborg.dk
სილკებორგი — დანია
სილკებორგი

მთლიანად სილკებორგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 89 328 კაცია (2012). ასევე, იგი მიეკუთვნება 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ny byopgørelse
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-03. ციტირების თარიღი: 2012-07-09.