იუტლანდიის ნახევარკუნძული

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუტლანდია (მრავალმნიშვნელოვანი).

იუტლანდიის ნახევარკუნძული (დან. Jylland; გერმ. Jütland) ისტორიულად კიმბრიის ნახევარკუნძული (დან. Den Kimbriske Halvø) — ნახევარკუნძული ევროპაში, მდებარეობს უმეტესად დანიის, ხოლო მცირე ნაწილი გერმანიის ტერიტორიაზე. სახელი მიიღო იუტიდან და კიმბრიიდან

იუტლანდიის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 55°37′46″ ჩ. გ. 9°12′03″ ა. გ. / 55.62944° ჩ. გ. 9.20083° ა. გ. / 55.62944; 9.20083
ქვეყანა დანიის დროშა დანია, გერმანიის დროშა გერმანია
ფართობი 40000 კმ²
აკვატორია ჩრდილოეთის ზღვა, სკაგერაკის სრუტე, კატეგატის სრუტე, ბალტიის ზღვა
მოსახლეობა 2,513,601

აქ მდებარეობს ისტორიული რეგიონი იუტლანდია, რომელზეც მოქცეულია დანიის კონტინენტური ნაწილი. ნახევარკუნძულის სამხრეთი საზღვარი გადის გერმანიაში, მდინარე აიდერზე, დასავლეთით მდებარეობს დანიის კუნძული ფიუნი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთ იუტლანდიის კუნძული და სხვა მცირე კუნძულები.

დღეისათვის იუტლანდიის ნახევარკუძულზე მდებარეობს, დანიის შემდეგ რეგიონები: ჩრდილოეთი იუტლანდია, ცენტრალური იუტლანდია და სამხრეთი დანია.

აქ ტერიტორიას შედარებით ბრტყელი ზედაპირი აქვს და მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა, ნახევარკუნძულის დასავლეთი ვაკეები ძირითადად დაჭაობებულია.

რეგიონები რედაქტირება

გეოგრაფიულად ნახევარკუნძულზე გამოიყოფა შემდეგი რეგიონები:

  ჩრდილოეთ იუტლანდიის კუნძული; ნაწილი ჩრდილოეთი იუტლანდიისა, ეს ტერიტორია განცალკევდა ნახევარკუნძულისაგან 1825 წელს წყალდიდობის შედეგად.
  ჩრდილოეთი იუტლანდია, რომელიც შედის ჩრდილოეთი იუტლანდიისა და ცენტრალური იუტლანდიის ადმინისტრაციულ რეგიონებში
  ჩრდილოეთი შლეზვიგი– შედის სამხრეთი დანიის ადმინისტრაციული რეგიონის შემადგენლობაში, ნორდსლევინგი; დანიელების ტერიტორია 1920 წლიდან; ეს ტერიტორია გერმანელების იყო 1864–1920 წწ; სამხრეთი იუტლანდია არის ყველაზე ვიწრო მხარე)
  სამხრეთი შლეზვიგი (გერმანიის ტერიტორია 1864 წლიდან; ძველად განიხილებოდა სამხრეთ იუტლანდიის ნაწილად)
  ჰოლშტეინის ისტორიული ტერიტორია, ზოგჯერ განიხილება იუტლანდიის ნახევარკუნძულის ნაწილად - სამხრეთით მდებარეობს ელბა და ელბა-ლიუბეკის არხი

ჩრდილოეთი შლეზვიგი და სამხრეთი შლეზვიგი შედიოდა ისტორიული რეგიონის შლეზვიგის საჰერცოგოს შემადგენლობაში.

გეოგრაფია რედაქტირება

ნახევარკუნძულის დანიური ნაწილის ფართობი შეადგენს 29,775 კმ² (11,496 კვადრატული მილი) და მოსახლეობა 2,513,601 (2007). მოსახლეობის სიმჭიდროვე 84 ადამიანი კმ²-ზე.

ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ნაწილი არის კუნძული ჩრდილოეთ იუტლანდია, რომელიც გამოყოფილია ლიმ-ფორდით, ეს ტერიტორია მაინც მიეკუთვნება იუტლანდიის ნახევარკუნძულს. 1825 წელს აქ მოხდა ძლიერი წყალდიდობა, რის შედეგადაც მოხდა ამ ორი ტერიტორიის ერთმანეთიგან გამოყოფა.

ნახევარკუნძული მოქცეულია აღმოსავლეთიდან ბალტიის, ხოლო დასავლეთიდან ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთიდან აკრავს კატეგატის და სკაგერაკის სრუტეები. სანაპირო ზოლის სიახლოვეს მრავალი მცირე ზომის კუნძული მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება